ღონისძიება საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში

4 დეკემბერს, 13:30 საათზე საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის II კორპუსში, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ბერიტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური და ბიომედიცინის ცენტრი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
??✴ ასევე 4 დეკემბერს გაიხსნება ფოტოგამოფენა „ერეკლე II ხელნაწერებით გაცოცხლებული ისტორია“.
✴გამოიფინება ერეკლე II-ის კანცელარიის მიერ გაცემული უაღრესად საინტერესო და მრავალფეროვანი საბუთები, იშვიათი ხელოვნებით გამშვენებული სიგელები, მეფის იარაღისა და სკივრში დაცული გამორჩეულად საყვარელი ნივთების ჩამონათვალი, წერილები ცნობილ ქართულ საგვარეულოებთან, აღმოსავლეთისა და ევროპის მონარქებთან და სხვ.

?გამოფენა 6 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება

?ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია