ვიზიტი კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეომში
ვიზიტი კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეომში
16 ნოემბერს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა კორნელი კეკელიძის 140 წლის იუბილეს ფარგლებში საგანმანათლებლო პროექტი განახორციელა. პროექტი მიზნად ისახავდა სასკოლო ასაკის ახლგაზრდებისათვის გამორჩეული მეცნიერის და მოქალაქის, კორნელი მეკელიძის გაცნობას. საგანმანათლებლო პროექტი დაიგეგმა იუნკერთა სახელობის თბილისის N52 სკოლის ისტორიის პედაგოგის, ლელა გაგნიძის ინიციატივით. აქტივობების ფარგლებში, მე-10 კლასის მოსწავლეებს შესაძლებლობა მიეცათ, წინასწარ გაცნობოდნენ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცულ წერილებსა და სამეცნიერო ჩანაწერებს, ბიორგაფიულ ცნობებსა და ფოტოებს. მოსწავლეებმა იმუშავეს სხვადასხვა მიმართულებით და ამგვარი ცოდნით აღჭურვილნი ესტუმრენ კორნელი კეკელიძის მშობლიურ სოფელს, ტობანიერს. მეცნიერის სახლ-მუზეუმში თანატოლებს უმასპინძლეს სოფ. ტობანიერის საჯაროს სკოლის მოსწავლეებმა. ახალგაზრდებმა ერთმანეთს გაუზიარეს წაკითხული თუ მოთხრობილი. კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმისა და სოფელ ტობანიერის საჯარო სკოლის ხელმძღვანელებმა, ასევე პედაგოგებმა საინტერესო დეტალები გაიხსენეს მეცნიერის ბავშვობიდან, რომელმაც ამ საოცარ სოფელში გაიარა. კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმის გარდა პროექტის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოინახულეს გალაკტიონისა და ტიციანის სახლ-მუზეუმები, ასევე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კალისტრატე ცინცაძის სახლ-მუზეუმი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი ნესტან ბაგაური ახალგაზრდებს ესაუბრა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრზე, კორნელი კეკელიძისა და კალისტრატე ცინცაძის არქივებზე, ამ დიდი ადამიანების მნიშვნელობაზე დღევანდელი გამოწვევების ფონზე და პარლელებზე თანამედროვეობასთან მიართებაში. შეხვედრის ბოლოს თბილისის N52 და ტობანიერის საჯარო სკოლების მოსწავლეებმა შექმნეს ხელნაწერი შთაბეჭდილებების წიგნი “კორნელი კეკელიძე – ჩემი აღმოჩენა”. ეს განსაკუთრებული ინტერესით შექმნილი წიგნი აკინძეს და სურგუჩით დაბეჭდეს. ხელნაწერი საჩუქრად გადასცეს კორნელი კეკელიძის სახლ-მუზეუმს.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2724363364286711