„უორდროპები და ილია ჭავჭავაძე – პირადი წერილები“
„უორდროპები და ილია ჭავჭავაძე – პირადი წერილები“
14 ნოემბერს 12 საათზე უორდროპების საგამოფენო პროექტის ფარგლებში მასპინძელი იყო წმინდა გიორგის სახელობს ბრიტანულ-ქართული სკოლა. ამ სკოლის XI კლასის მოსწავლეებმა ელენე ლეკვეიშვილმა და ანა-მარია თეთრაძემ თანატოლებს წარუდგინეს პრეზენტაციას „უორდროპები და ილია ჭავჭავაძე – პირადი წერილები“. თანატოლების პრეზენტაციას ესწრებოდნენ სკოლა “თამარიონის” მოსწავლეები. ახალგაზრდები განსხვავებული შეფასებების კრიტერიუმებით უდგებიან მოვლენებს, ფაქტებს. ასევე განსხვავებულია მათ მიერ დასმული აქცენტები და ერთმანეთთან აკადემიური კომუნიკაციის ფორმები და ფრაზეოლოგიაც კი. სწორედ ამიტომ, ელენე ლეკვეიშვილმა და ანა-მარია თეთრაძემ წარუდგინეს თანატოლებს ის დაკვირვებები და დასკვნები, რომლებიც მათ გააკეთეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საარქივო კოლექციებში დაცული უორდროპების მიმოწერის მიხედვით.