საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ
საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის შესახებ
2 ნოემბერს ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის „ჰუმანიტარული მეცნიერებები გლობალიზაციის ეპოქაში“ ფარგლებში, გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბოლო პერიოდში დაბეჭდილი პოპულარული გამოცემის “ბიზანტიის დედოფალი” პრეზენტაცია. წიგნის ავტორია რეზო კლდიაშვილი, სტუ-ს ქიმიის პროფესორი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელი. მას ღონისძებაზე გადაეცა დავით და სერგო კლდიაშვილების სახელობის მუზეუმის მედალი „ძელქვის ფოთოლი“. აგრეთვე რეზო კლდიაშვილმა კონფერენციაზე წაიკითხა მოხსენება აღმოსავლური მელნის სპექტრალური ანალიზი (ხელნაწერის ყდიდან ამოღებულ ფრაგმენტებზე). თანაავტორები ცენტრის ქიმიკოსები იზოლდა ჯიქიძე და უფროსი სპეციალიტი შორენა თავაძე.