ფრანგი აღმოსავლეთმცოდნის შარლ რენუს დაჯილდოვება
ფრანგი აღმოსავლეთმცოდნის შარლ რენუს დაჯილდოვება
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ცნობილი ფრანგი ქართველოლოგის, შარლ რენუს კორნელი კეკელიძის მედლით დაჯილდოვების ცერემონიალი. შ.რენუ ამ მედლით დაჯილდოვდა ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის ბრძანებით ქართველოლოგიაში შეტანილი წვლილისათვის. 94 წლის ფრანგი მეცნიერი დღესაც აქტიურად თანამშრომლობს ქართველ კოლეგებთან და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ხშირი სტუმარია. კ. კეკელიძის მედალი დაარსდა 2018 წელს ინსტიტუტის დაარსების 60 წლისთავთან დაკავშირებით. ამ მედლით 2018 წელს დაჯილდოვდნენ ცნობილი მეცნიერები ზ.ალექსიძე, მ.ქავთარია, ე.გაბიძაშვილი და ასევე ფრანგი მეცნიერი ბ.უტიე. შ.რენუ მეხუთე მეცნიერია, რომელსაც გადაეცა ეს ჯილდო. მედალი ფრანგ მეცნიერს გადასცა ცენტრის დირექტორმა ზ.აბაშიძემ. მეცნიერს ჯილდო მიულოცეს ზ.ალექსიძემ, მ.რაფავამ, ნ. ჩხიკვაძემ. შ. რენუმ დიდი მადლობა გადაუხადა ცენტრის ხელმძღვანელობას და პირადად ზაზა აბაშიძეს მისი ღვაწლის ასეთი დაფასებისთვის და განაცხადა, რომ მიუხედავად ასაკისა კვლავაც გააგრძელებს ქართული ლიტურგიული ხელნაწერების კვლევას.