ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები
Posted at h
in სიახლეები
ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის სტუდენტები
15 ოქტომბერს კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრს ესტუმრნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის მიმართულების სტუდენტები. ისინი სასწავლო პროგრამის ფარგლებში გადიან კურსს ,,ხელნაწერთმცოდნეობა“, რომელსაც უკითხავს ცენტრის მთავარი მეცნიერი ფილოლოგიის დოქტორი ეკა დუღაშვილი. სტუდენტები გაეცნენ სარესტავრაციო ლაბორატორიაში ხელნაწერის რესტავრაციის პროცესს. ნახეს საგამოფენონდარბაზში ექსპოზიცია და მოისმინეს მორიგი ლექცია ხელნაწერის გაფორმების შესახებ.