ხელნაწერებში მოთხრობილი ისტორიები მედიცინასა და სხვა თემებზე
ხელნაწერებში მოთხრობილი ისტორიები მედიცინასა და სხვა თემებზე
23 სექტემბერს, მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში სკოლის მოსაწვლეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ სხვადასხვა საინტერესო ისტორიას, რომლებსაც ძველი ქართული ხელნაწერები გვინახავენ. ბავშვებმა მოისმინეს თუ რა ქიმიური ცოდნა ჰქონდათ XVIII საუკუნის საქართველოში, რა იცოდნენ ქართველებმა ძვირფასი თვლების შესახებ, უძველეს ისტორიულ დოკუმენტებში ასახული მიწისძვრის ფაქტები და სხვა. ლექციებს უძღვებოდნენ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დოქტორი ირინა გოგონაია, პროფესორი ია ახვლედიანი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წყაროთმცოდნეობისა და დიპლომატიკის განყოფილების მთავარი მეცნიერ-თანამშრომელი, დოქტორი დარეჯან კლდიაშვილი. #მეცნიერებაწარმატებისთვის #ScienceforSuccess