ცნობილი მეცნიერ-ფილოლოგის მიხეილ ქავთარიასადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
ცნობილი მეცნიერ-ფილოლოგის მიხეილ ქავთარიასადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
ა.წ. 18-19 სექტემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია, რომელიც მიეძღვნა ცნობილი მეცნიერ-ფილოლოგის მიხეილ ქავთარიას დაბადებიდან 90 წლისთავს. კონფერენციის მონაწილეებს მიესალმა ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე. მოხსენება მიხეილ ქავთარიას ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე წაიკითხა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარემ მაია რაფავამ. მოხსენებები წაიკითხეს: 1. ბერნარ უტიემ (საფრანგეთი) – „წითელი ასოები ივირონის ხელნაწერებში და ზიგზაგების წარმოშობა“; 2. ნანა ჩიკვატია, დავით შენგელია – „ქართული ლექსიკის ისტორიიდან: თელი ძველი სომხურიდან ძველ ქართულში შემოსული სიტყვა“; 3. ოლგა ვასილევამ (სანკტ-პეტერბურგი) – „მიხაილ საბინინის მიერ საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკისათვის შეწირული ქართული ხელნაწერები 1875-1896 წწ.“; 4. ქეთევან ტატიშვილმა – „ანტონ კათალიკოსის სამი კრებულის ურთიერთმიმართებისათვის“; 5. თინათინ ქრონცმა (გერმანია) – „განცხადებისა და ნათლობის წყლის კურთხევის ბერძნული ტყუპი ლოცვები ძველ ქართულ ლიტურგიკულ ძეგლებში“; 6. ხათუნა გაფრინდაშვილმა – „ქართული ხელნაწერის უცნობი ფურცელი ტარტუში“; 7. ლიანა სამყურაშვილმა – „ტერმინ „კარაბადინის“ ეტიმოლოგიისათვის“. კონფერენციის დახურვის დღეს მის მონაწილეებს და სტუმრებს წარედგინათ ხელნაწერი წიგნი მიხეილ ქავთარიაზე, რომელიც მისი მოწაფის და კოლეგის გიორგი კალანდაძის ინიციატივით შეიქმნა და გამოიცა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ.