მეცნიერებისა და ინოვაციების საერთაშორისო ფესტივალი – 2019

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ღონისძიებები

პროგრამა

მეცნიერება წარმატებისთვის

Science for Success

18 სექტემბერი

მიხეილ ქავთარიას 90 წლის იუბილისადმი მიძღვნილი საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ღონისძიების გახსნის დრო: 11:00 საათი

მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. 1/3, ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი

19 სექტემბერი

20 სექტემბერი (პარასკევი)

ხელნაწერი კულტურული მემკვიდრეობა: საბუნებისმეტყვლო და სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები – გამოფენა და საჯარო ლექციების ციკლი

14:00 გამოფენის გახსნა – ხელნაწერი კულტურული მემკვიდრეობა: საბუნებისმეტყვლო და სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები

14:00  ლექცია 1 „სიმრთელისა და წამლობისათვის“- ქართული სამკურნალო წიგნები და ახლო აღმოსავლეთის  კულტურული არეალის ტენდენციები (მომხსენებელი – დოქტ. თამარ აბულაძე)

ლექცია 2. ვეტერინარული ხელნაწერები კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ფონდებიდან (მომხსენებელი – დოქტორანტი ნათია ხიზანიშვილი, პროფ. მაია კერესელიძე);

ლექცია 3. ვასილ ჭილაძის საბუნებისმეტყველო განმარტებითი ლექსიკონი (მომხსენებელი – დოქტ. ლია კიკნაძე);

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ღონისძიების გახსნის დრო: 14:00 საათი

მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. 1/3, ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი

ლექციები ჩატარდება ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში

23 სექტემბერი (ორშაბათი)

გამოფენა – ხელნაწერი კულტურული მემკვიდრეობა: საბუნებისმეტყვლო და სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები 

14:00 ლექცია 1. ქიმიური ცოდნა XVIII საუკუნის საქართველოში (ვახტანგ VI-ის  “წიგნი ზეთების შეზავებისა და ქიმიისა ქმნის” მიხედვით)  – დოქტ. ირინა გოგონაია;

ლექცია 2. რა იცოდნენ ქართველებმა ძვირფასი თვლების შესახებ (სპეკალები ძველი ქართული ხელნაწერების, ორიგინალური და ნათარგმნი თხზულებების მონაცემებით) –  პროფ. ია ახვლედიანი

ლექცია 3. მიწისძვრები საქართველოში ისტორიული დოკუმენტების მიხედვით (მომხსენებელი – დოქტ. დარეჯან კლდიაშვილი).

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ღონისძიების გახსნის დრო: 14:00 საათი

მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. 1/3, ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი

ლექციები ჩატარდება ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში

24 სექტემბერი (ორშაბათი)

 გამოფენა – ხელნაწერი კულტურული მემკვიდრეობა: საბუნებისმეტყვლო და სამედიცინო შინაარსის ხელნაწერები 

14:00 ლექცია 1. „ჯერ-არს განუხრწნელად დაცვაჲ სულისაჲ“ – სამედიცინო ცოდნა შუა საუკუნეების საქართველოში (სასულიერო მწერლობის ნიმუშების საფუძველზე) – დოქტ. ლელა შათირიშვილი.  .

ლექცია 2. ქართული სამედიცინო წიგნები და მათი აღმოსავლური წყაროები – დოქტ. ლიანა სამყურაშვილი

15:00  ლექცია 1. ჯანდაცვის კულტურა XIX-XX სს.  ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული პირადი არქივების მიხედვით (მომხსენებელი – დოქტორანტი ესმა მანია);

ლექცია 2. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ხელნაწერი S 1665: რა იცოდნენ  XIX საუკუნის 60-იანი წლების საქართველოში ინფექციური დაავადებების შესახებ? (მომხსენებელი – დოქტ. ირინა გოგონაია, პროფ. ლუიზა გაბუნია)

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ღონისძიების გახსნის დრო: 14:00 საათი; 15:00სთ

მისამართი: თბილისი, ალექსიძის ქ. 1/3, ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი

ლექციები ჩატარდება ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში

25 სექტემბერი

14:00 გრიგოლ ფერაძე – 120. გამოფენის გახსნა

გრიგოლ ფერაძის ავტოგრაფული ნუსხების და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტების გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არქივიდან; იუბილესადმი მიძღვნილი გამოცემის „ბერმონაზვნობის დასაწყისი საქართველოში“ პრეზენტაცია; მინი-ლექციების ციკლი:

14:30 ლექცია 1. გრიგოლ ფერაძე – ქართველი მოღვაწე ევროპაში (მომხსენებელი – დოქტ.თამარ ჭუმბურიძე);

ლექცია 2. გრიგოლ ფერაძე – ადამიანი-ლეგენდა, დოქტ. რომანოზ ფერაძე (გრიგოლ ფერაძის ძმისწული)

ღონისძიების გახსნის დრო: 14:00 საათი

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. № 1/3. ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი

ლექციები ჩატარდება ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში

26 სექტემბერი

გრიგოლ ფერაძის ავტოგრაფული ნუსხების და საზოგადოებრივი მოღვაწეობის ამსახველი დოკუმენტების გამოფენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული არქივიდან; მინი-ლექციების ციკლი:

14:00 ლექცია 1. მღვდელი, რომლის მრევლია ევროპა. (მომხსენებელი – დოქტორანტი ეკა გოგიჩაიშვილი)

ლექცია 2. გრიგოლ ფერაძე მორწმუნეობისა და მოქალაქეობის შესახებ (მომხსენებელი – დოქტ. ნუგზარ პაპუაშვილი).

ღონისძიების გახსნის დრო: 14:00 საათი

ორგანიზატორი: კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

მისამართი: თბილისი, მ. ალექსიძის ქ. № 1/3. ილია აბულაძის საგამოფენო დარბაზი

ლექციები ჩატარდება ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში

30 სექტემბერი

სამეცნიერო პიკნიკი ზუგდიდში

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვორქშოფი – „წიგნის მოვლის კულტურა“: დაგეგმილია წიგნის რესტავრაციის სხვადასხვა ეტაპის ჩატარება: დაზიანებული ფურცლის რესტავრაცია, დაზიანებული ყდის რესტავრაცია; ქაღალდისა და ძაფის  ღებვა ძველი ტრადიციული ქართული ტექნოლოგიითა და მცენარეული საღებავების გამოყენებით; წიგნის აკინძვა ქართული ტექნიკით. – იზო ჯიქიძე, შორენა თავაძე, ინგა ბასილაძე

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საბავშვო პროგრამა პიკნიკზე „ვეფხისტყაოსნის მზეთუნახავები და რაინდები“ (გასაფერადებელი ალბომი)

მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის  დახურვა და საზეიმო

კონცერტი 

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის გამოფენა (აფხაზეთის და სამაჩაბლოს თემატიკა)

მისამართი: ზუგდიდი, რუხის სავაჭრო ცენტრი, რუხის ციხე