საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დახურვა
20 ივლისს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა საერთაშორისო საზაფხულო სკოლის დახურვის ცერემონიალი. სკოლის მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, სამეცნიერო ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების უფროსის მოადგილემ, პროექტის კოორდინატორმა ირინა გოგონაიამ და ლუვენის უნივერსიტეტის დირექტორმა ანდრეა შმიდტმა. სკოლის მოსწავლეებმა ღონისძიებაზე დამსწრე სტუმრებს სიტყვით მიმართეს. შესაფასეს საზაფხულო სკოლის პროექტი, სამომავლოდ თანამშრომლობის სურვილი გამოთქვეს და მადლობა გადაუხადეს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ქართველოლოგიის მიმართულებით აქტიური მუშაობისათვის. ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა საერთაშორისო საზაფხულო სკოლა წელს მეექვსედ ჩაატარა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით. წლევანდელი წელ პირველად პროექტის ფარგლებში სამეცნიერო კონფერენციაც ჩატარდა. აღსანიშნავია, რომ საზაფხულო სკოლასა და კონფერეცნიაში 10-მდე ქვეყნის მოქალაქე იღებდა მონაწილეობას.