წიგნების წარდგენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
17 ივლისს, საერთაშორისო საზაფხულო სკოლის ფაარგლებში, გაიმართა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ბოლოდროინდელი გამოცემების წარდგენა.
ღონისძიების მიზანი იყო საზოგადოებისათვის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო მიმართულებით ჩატარებული კვლევის შედეგების წარდგენა გამოცემების სახით.
ღონისძიება გახსნა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ. საზოგადოებას ასევე სიტყვით მიმართეს წარმოდგენილი წიგნების ავტორებმა და რედაქტორებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საზაფხულო სკოლის მონაწილეები, ერთ-ერთმა მონაწილემ, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის მკვლევარმა და ვენის უნივერსიტეტის პროფესორმა ანდრეას რობიმ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს საჩუქრად გადასცა თავისი წიგნი „A companion to Byzantine poetry“. გარდა ამისა გაიმართა 2D პროექტიის ჩვენება.
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დაარსების დღიდან მუშაობს სხვადასხვა სამეცნიერო მიმართულებით, როგორიცაა, უძველესი ხელნაწერების ტექსტის გამოცემა, ასევე ცენტრში დაცული სხვადასხვა საზოგადო მოღვაწის პირადი არქივების აღწერა, ისტორიული დოკუმენტების შესწავლა, უძველეს ხელნაწერებში წარმოდგენილი მინიატურების კვლევა, მათი მხატვრული კუთხით შესწავლა და ა.შ. ამ კვლევათა შედეგია გამოცემული წიგნები, რომლებიც მეცნიერებს დახმარებას გაუწევს სამომავლო კვლევებში.