ელჩების ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

14 ივლისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვიზიტით იმყოფებოდნენ საქართველოს ელჩი უნგრეთში ბატონი ზაალ გოგსაძე და უნგრეთის ელჩი საქართველოში ქალბატონი ვიქტორია ჰორვატი. ვიზიტის მიზანი ცენტრის ფონდებში დაცული კოლექციების მონახულება და კონკრეტულად “ვეფხისტყაოსნის” მიხაი ზიჩის მიერ შესრულებული მინიატურების გაცნობა იყო. ერთობლივი შეთანხმებით ბუდაპეშტში დაიგეგმა “ვეფხისტყაოსნის” ზიჩისეული ორიგინალი მინიატურების გამოფენა.