მეორე დღე – საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია

დღეს, 19 ივნისს დაიხურა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია “საქართველო -ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი” II. კონფერენციაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა, მოხსენებების გარდა, დასწრებოდნენ ცენტრის სამეცნიერო და პოპულარული გამოცემების პრეზენტაციას. წარდგენას უძღვებოდა კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამარ ოთხმეზური. გარდა ამისა 19 ივნისს, კონფერენციის ფარგლებში გაფორმდა მემორანდუმი კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და ჰალე-ვიტენბერგის მარტინ ლუთერის უნივერსიტეტს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა) შორის. აღსანიშავია, რომ მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ქართული კულტურისა და სამეცნიერო პოტენციალის პოპულარიზაციას.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2434934856562898