კორნელი კეკელიძის სახელობის 125-ე სემინარი
5 ივნისს, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ელენე მეტრეველის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა კორნელი კეკელიძის სახელობის რიგით 125-ე სემინარი. მოხსენება წაიკითხა ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა მაია რაფავამ თემაზე „გრიგოლ ნაზიანზელის ორი ჰომილიის გრიგოლ ოშკელისეული თარგმანების რედაქციულობის საკითხისათვის“. წარმოდგენილი მოხსენება ნაწილია იმ კვლევისა, რომელიც მიმდინარეობს საერთაშორისო პროექტით, გამოჩენილი ბიზანტიელი მწერლისა და თეოლოგის, გრიგოლ ნაზიანზელის (IV საუკუნე) ლიტერატურული მემკვიდრეობის შესწავლის მიზნით. შეგახსენებთ, რომ კორნელი კეკელიძის სახელობის სემინარი ყოველკვირეულია და მასში მონაწილეობის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კოორდინატორს, ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელს: ნიკოლოზ ჟღენტს საკონტაქტო ინფორმაცია: ტელ: (995 32) 47 42 42 / 599 67 98 46 ელ–ფოსტა: info@manuscript.ge / nzhgenti@manuscript.ac.ge
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2409948102394907&__tn__=-UC-R