მე-11 პავილიონის მთავარი სცენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაეთმო

2 ივნისს, თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში, მე-11 პავილიონის სცენა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს დაეთმო. ცენტრის მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა, თამარ ოთხმეზურმა საზოგადოებას ბოლოდროინდელი გამოცემები გააცნო. წიგნების ნუსხაში რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული გამოცემებიც მოხვდა. სამეცნიერო პუბლიკაციების გარდა საუბარი ცენტრის პოპულარულ გამოცემებსაც შეეხო. გარდა ამისა მეცნიერმა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2404984856224565&__tn__=-UC-R