გაიხსნა თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალი

30 მაისს გაიხსნა თბილისის რიგით 21-ე წიგნის საერთაშორისო ფესტივალი. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ წარმოდგენილ გამოცემებს გაეცნოს. გახსნის ღონისძიებაზე მონაწილეობა მიიღეს გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტმა ჰიუგო ზეტცერმა, Fili-ს (ფინური ლიტერატურის ფონდი) დირექტორმა ტიია სტრანდენმა, კავკასიაში ფინეთის ელჩის ოფისის მეორე მდივანმა ტარია პარკინენმა, ფესტივალის სპეციალურიმა სტუმარებმა, სერგეი ლებედევმა და რობერტ მენასემ. აღსანიშნავია, რომ 2 ივნისს ცენტრს დაეთმობა მე-11 პავილიონის მთავარი სცენა. საზოგადოებას საშუალება ექნება მოისმინოს საინტერესო ცნობები სხვადასხვა ბოლოდროინდელი გამოცემის შესახებ. გარდა ამისა შესაძლებელი იქნება ავტორებთან გასაუბრება,