ქართულ- ბერძნული კულტურული ურთიერთობები
Posted at h
in სიახლეები
16 მაისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს ეწვია საბერძნეთის ელჩი დიმიტრი კარაბალისი და კულტურის ატაშე ლილა იანაკაკი . ბერძენმა დიპლომატებმა დაათვალიერეს ხელნაწერთა ცენტრში დაცული მნიშვნელოვანი ბერძნული და ქართული ხელნაწერები. ცენტრის დირექტორთან ზაალ აბაშიძესთან შეხვედრისას საბერძნეთის ელჩმა ისაუბრა ქართულ- ბერძნული კულტურული ურთიერთობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ორი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის ისტორიაში. ცენტრის დირექტორთან შეხვედრისას დაისახა ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრსა და საბერძნეთის საელჩოს მომავალი ერთობლივი პროექტების გეგმები.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2375586822497702&__tn__=-UC-R