ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების წიგნების გამოფენა
15 მაისს, ეროვნულ სამეცნიერო ბიბლიოთეკაში გაიმართა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გამოცემული ჰუმანიტარული მეცნიერებების მიმართულების წიგნების „გამაგრებული ისტორიული დასახლებები საქართველოს ჩრდილოეთ მთიანეთში“, „შუა საუკუნეების ქართული ქანდაკება“, „დუშეთი- ურბანული და არქიტექტურული მემკვიდრეობა“ და სხვ. გამოფენა. დამსწრე საზოგადოების წინაშე წარსდგა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ზვიად გაბისონია, რომელმაც ისაუბრა საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაციისა და მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვის მნიშვნელობაზე. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამმართველოს უფროსი ზაზა მარუაშვილი და ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორი ირაკლი ღარიბაშვილი რომელმაც მისასალმებელი სიტყვით მიმართა ღონისძიებაში მონაწილეებს. ღონისძიება ითვალისწინებდა ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში გამოცემული წიგნების წარდგენას; სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების – რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტის, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, ჯავახიშვილის სახელობის ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის, არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, გ. ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლებმა წარმოადგენეს პრეზენტაციები, ისაუბრეს გამოცემების მნიშვნელობასა და მიზნებზე, მასში წამოჭრილ პრობლემატიკაზე. პროექტის მიზანია საქართველოს შემსწავლელი მეცნიერებების პოპულარიზაცია , მეცნიერებაში ახალგაზრდა კადრების მოზიდვა.
https://www.facebook.com/pg/SRNSFG/photos/?tab=album&album_id=2327817197264497&__tn__=-UC-R