არქივის ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია
14 მაისს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა არქივის ელექტრონული კატალოგის პრეზენტაცია. აღნიშნული პროექტის მიზანია გაადვილდეს ცენტრში დაცული საარქივო მასალის კველვა. თანამედროვე საძიებო სისტემა მკვლევრებსა და დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემთ მარტივად შეარჩიონ მათთვის საინტერესო დოკუმენტი ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე. გარდა ამისა ფილტრით კიდევ უფრო გაუადვილდებათ სასურველი მასალის ძიება. ბაზა 20-ამდე მონაცემის მიხედვით ძიების საშუალებას გვაძლევს: თარიღის, რაობის, ტოპონიმისა და სხვა. პროექტზე მუშაობა 2 წელია მიმდინარეობს. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის არქივმცოდნეობის და ელექტრონული არქივის განყოფილების თანამშრომლებმა ამ ეტაპზე ბაზაში 500- მდე ერთეული შეიყვანეს. აღიშნული პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა მსგავს ორგანიზაციასთან თანამშრომლობა და მათთან დაცული მასალის ბაზაში შეტანა. ამ სახით ელექტორნული კატალოგი გახდება ერთიანი სრული პორტალი, სადაც ნებისმიერ მსურველს შეეძლება ნებისმიერი საარქივო დოკუმენტის შესახებ მოიძიოს ინფორმაცია.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2372378079485243&__tn__=-UC-R