ოკამი – წიგნის მოვლის კულტურა

გრძელდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საგანმანათლებლო პროგრამა “წიგნის მოვლის კულტურა”. ცენტრის წარმომადგენლები ამჯერად სოფელ ოკამის საჯარო სკოლას ეწვივნენ. 8 მაისს, ოკამის საჯარო სკოლის დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეხვდნენ კასპის მუნიციპალიტეტის დეპუტატი ირაკლი მეზურნიშვილი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე და რესტავრაციისა და კონსერვაციის ლაბორატორიის წარმომადგენლები იზოლდა ჯიქიძეი,შორენა თავაძე, ინგა ბასილაძე. სკოლის მოსწავლეებს ჩაუტარდათ პროგრამა, რომლის მიზანია თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე ბავშვებს გამოუმუშავდეთ წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა. სკოლის მოსწავლეებს საშუალება ექნებათ თავისი ხელი აღადგინონ ქაღალდის სტრუქტურა, ასევე წიგნად აკინძონ რესტავრირებული ფურცლები. გარდა ამისა ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის რესტავრაცია-კონსერვაციის ლაბორატორიის ხელმძღვანელმა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა რეზო კლდიაშვილმა ბავშვებისთვის წაიკითხა ლექცია „წყალი და მისი ხასიათი“

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2365293603527024