რესტავრციის ლაბორატორიის თანამშრომლები საერთაშორისო სიმპოზიუმზე

2019 წლის 1 მაისს ივანე ბერტაშვილის სახელობის ექსპერიმენტალური ბიომედიცინის ცენტრის ორგანიზებით გაიხსნა მეოთხე საერთაშორისო სიმპოზიური სახელწოდებით „ტვინი და ნეიროპლასტიურობა: სტრუქტურული და მოლეკულური ასპექტები“. აღნიშნულ სიმპოზიუმში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი პირველად ჩაერთო. ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორიამ წარადგინა თემა „დაზიანებული ქართული ხელნაწერის ატომურ-ძალოვანი მიკროსკოპული კვლევა“. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ბიომედიცინის ცენტრის ეროთბლივი კვლევა ჩაატარეს ფიზიკოსმა დავით ხუციშვილმა, ქიმიკოსმა რევაზ კლდიაშვილმა, ბიოლოგმა მზია ჟვანიამ, ქიმიკოსმა იზოლდა ჯიქიძემ, რესტავრატორმა შორენა თავაძემ. მეცნიერები აღნიშნავენ რომ, მსგავსი კვლევა ქართულ ხელნაწერზე ჯერ არ განხორციელებულა და ამ მიმათულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება. აღსანიშნავია, რომ კვლევები აგრეთვე ჩატარდა სხვა სამეცნიერო ცენტრებში: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ფიზიკური მასალათმცოდნეობისა და მასალათმცოდნების ტექნოლოგიის ინსტიტუტში (მასკანირებელ ელექტორნულ მიკროსკოპზე), ამავე უნივერსიტეტის მემბრანების საინჟინრო კვლევით ინსტიტუტში (ზონდურ მიკსროსკოპზე). ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ლაბორტიის ხელმძღვანელი, ქიმიკოსი რევაზ კლდიაშვილი აღნიშნულ საკითხზე აცხადებს: ბიოლოგი,ფიზიკოსი,ქიმიკოსი და რესტავრატორი საკმაოდ მაღალი სიზუსტით ვიკლევდით წითელი მელნის(სინგურის)ზედაპირის მორფოლოგიურ და მექანიკურ მახასიათებლებს-რაც მოვახსენეთ სიმპოზიუმს.ამ მიმართულებით გაგრძელდება საინტერესო კვლევები.- ამაშია ტრანსდისიპლინარიზმის სიკეთე-რომელსაც აუცილებლად იგრძნობს დაზიანებული ხელნაწერი.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2355771264479258&__tn__=-UC-R