დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება კვიპროსში

14 აპრილს, კვიპროსის რესპუბლიკაში დედა ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება და კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძების ფარგლებში ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა, ნესტან ბაგაურმა წაიკითხა ლექცია „ქართული კალიგრაფია“ და საგანგებო საჩუქრები გადასცა კონკურსში გამარჯვებულებს. 31 მარტს კვიპროსის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ორგანიზაბით ქ. ნიქოზიასა და ქ. ლიმასოლში მოქმედი ქართული საკვირაო სკოლებისათვის ჩატარდა კალიგრაფიის კონკურსი. ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ჩაერთო აღნიშნულ კონკურსში. მომზადდა საკონკურსო დავალებები, კვიპროსზე გაიგზავნა დამატებითი საილუსტრაციო მასალა და რეკომენდაციები, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სხვადასხვა პროექტებში გამარჯვებული პროფესიონალი კალიგრაფების ჩართულობით გამოვლინდა კონკურსის გამარჯვებულები.

https://www.facebook.com/georgiatocyprus/posts/2227857054209833?__tn__=C-R