საისტორიო-საეთნოგრაფიო გამოფენა

12 აპრილს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში გაიხსნა საქართველოს საისტორი-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობისადმი მიძღვნილი გამოფენა.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო საზოგადოებისათვის ნაკლებად ცნობილი საქართველოს საისტორიო-საეთნოგრაფიო საზოგადოების მოღვაწეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტური მასალა, მათ მიერ შეგროვილი რარიტეტებად ქცეული უნიკალური წიგნები. გიორგი ჩიტაიასი და ვერა ბარდაველიძის საინტერესო ეპისტოლარული მემკვიდრეობა დედნების სახით. განსაკუთრებით საინტერესოა მიმოწერა მსოფლიო მიშვნელობის ეთნოლოგებთან: ო. ბუდინთან, ტ. დოლგიხთან,მ. კოსვინთან, რ. გერტრუდთან, დ. ფიგოლთან,ნ, კოსველთან, ა. ტიუმენოვმთან, მ. იშტვანოვიჩთან, ლ. კუნცთან, ლ. მინკოსთან, ტ. ხადიხთან, ნანკის, ბრნოსა და ჩიკაგოს მუზეუმების წარმომადგენლებთან და სხვებთან.

ექსპოზიციაზე ასევე წარმოდგენილი იყო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული ექვთიმე თაყაიშვილისა და თედო სახოკიას საარქივო დოკუმენტები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს ეროვნული არქივის, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, გიორგი ლეონიძის სახ. ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის, წარმომადგენლები, აკადემიური საბჭო და სტუდენტები.

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2322862157770169