ნევმების კვლევის შედეგების პრეზენტაცია
12 აპრილს გაიმართა ქართული საგალობლების სანოტო ნიშნების კვლევის შედეგების პრეზენტაცია. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში არაერთი უნიკალური ქართული საგალობელი ინახება. მათ შორის გამორჩეულია მიქაელ მოდრეკილის იადგარი, რომელიც შატბერდში 978- 988 წლებშია გადაწერილი. ამ იადგარმა შემოინახა უძველესი ქართული სამუსიკო ნოტაცია უნიკალური ნევმები, ბიზანტიური ტექსტების უძველესი ქართული თარგმანები და ორიგინალური ქართული საგალობლები.
აღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები. საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ: „ქართული საგალობლები არის უნიკალური მოვლენა მსოფლიო ისტორიაში და ეს არის მსოფლიო საგანძური, რომელსაც განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება“