სამწუხარო ინფორმაცია

გარდაიცვალა ქართველი ხელოვნებათმცოდნე, ძველი ქართული ხუროთმოძღვრების ისტორიკოსი, თბილისის სამხატვრო აკადემიის სრული პროფესორი, ბატონი დიმიტრი (მიტო) თუმანიშვილი. თ. თუმანიშვილი ფლობდა სიღრმისეულ ცოდნას ხელოვნებათმცოდნეობის დარგში, რის გამოც მეცნიერების ამ სფეროში იყო შეუცვლელი კონსულტანტი და თავისი საქმის პროფესიონალი. კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს.