ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი ლამოვანის სკოლაში
10 აპრილს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფ. ლამოვანს სტუმრობდა. ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებამ და რესტავრაციის ლაბორატორიამ სკოლის მოსწავლეებს წარუდგინა რამდენიმე კომპონენტიანი საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამა. გამოფენა წარადგინა და ექსპოზიციას გაუძღვა ცენტრის საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, ნესტან ბაგაური. ღონისძიება გახსნა ლამოვანის საჯარო სკოლის დირექტორმა, ბატონმა ლევან ძებისაშვილმა. ამგვარი პროექტებისა და აქტიური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი ქ. დუშეთის მერის მოადგილემ, ბატონმა თამაზ უნდილაშვილმა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, დავით ოსეფაშვილმა. ღონისძიების მეორე ნაწილი დაეთმო სარესტავრაციო პროგრამას “წიგნის მოვლის კულტურა”. ცენტრის რესტავრაციის ლაბორატორიის ხელძღვანელმა, პროფესორმა რევაზ კლდიაშვილმა მოსწავლეები მცირე სალექციო შეხვედრითა და საგანგებოდ მომზადებული ვიდეორგოლით ამოგზაურა რესტავრაციის რთულ სამყაროში, ხოლო შემდეგ პატარებს თავად ჰქონდათ საშუალება, აღედგინათ დაზიანებული ფურცლები, აეკინძათ დაშლილი წიგნი.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2319678584755193&__tn__=-UC-R