პირველი ორენოვანი კორპუსი თორის ხეობის ეპიგრაფიკულ ძეგლებზე

28 მარტს გაიმართა წიგნის პრეზენტაცია ” თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი”. წინამდებარე კორპუსში წარმოდგენილია საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარის, ისტორიული მესხეთის ნაწილის, თორის ხეობის 50-მდე ნაკაწრი თუ ფრესკული წარწერის პუბლიკაცია, რომელთა ნაწილი პირველად ქვეყნდება. კორპუსს პალეოგრაფიული მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან წარწერები პალეოგრაფიული პირებითა და ფოტოებით ქვეყნდება. ქართულ სამეცნიერო ლიტერატურაში პირველად გამოიცემა ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) კორპუსი თორის ხეობის ეპიგრაფიკული ძეგლების შესახებ, რაც დიდ დახმარებას გაუწევს შესაბამისი დარგის როგორც ქართველ, ასევე უცხოელ სპეციალისტებს. ღონისძიებაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს: ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ზაალ აბაშიძემ, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა, ზვიად გაბისონიამ, ამავე ფონდის დირექტორის მოადგილემ, ჯაბა სამუშიამ, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორის მოადგილემ, მიხეილ წერეთელმა, წიგნის ავტორმა, თამაზ გოგოლაძე, პროექტის მენტორმა, თემო ჯოჯუამ და სხვებმა. აღნიშნული გამოცემა დაიბეჭდა შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „თორის ხეობის ეპიგრაფიკული კორპუსი, როგორც საიტორიო წყაროს“ ფარგლებში. წინამდებარე კორპუსის ელექტრონული ვერსია განთავსდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკების ვებგვერდებზე, რაც გაზრდის თანამშრომლობის შესაძლებლობას შესაბამისი დარგის უცხოეულ სპეციალისტებთან. ➡️წიგნის ავტორი თამაზ გოგოლაძე ➡️ტექსტის ინგლისური თარგმანი ლადო მირიანაშვილი ➡️დიზაინი მანუჩარ გუნცაძე, ირმა ჯიშკარიანი ➡️პალეოგრაფიული ასლებისა და გრაფიკული მონახაზების კომპიუტერული უზრუნველყოფა: დიმიტრი გურგენიძე, მანუჩარ გუნცაძე

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2298763843513334