სტუდენტების ინტეგრაცია სამეცნიერო-კვლევით ცენტრებში

20 მარტს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა სტუდენტური კონფერენცია თემაზე „ძველი ქართული სამწიგნობრო კერები და სასულიერო მწერლობა. კონფერენციაში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები. ღონისძება გაიხსნა გამოფენით, სადაც სტუდენტებსა და დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დეკანმა ლევან ჯიქიამ, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილების მთავარმა მეცნიერ-თანამშრომელმა,სასწავლო-საკვალიფიკაციო პროგრამების კოორდინატორმა ეკა დუღაშვილმა, საგამოფენო და საგნმანათლებლო სამსახურის ხელმძღვანელმა ნესტან ბაგაურმა. საუბრისას ხაზი გაესვა იმ ფაქტს, რომ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისათვის ახალგაზრდების ჩართულობა სამეცნიერო -კვლევით პროცესებში ძალიან მნიშვნელოვანია და მსგავსი კონფერენციები სამომავლოდაც დაიგეგმება. კონფერენციაში მონაწილე სტუმრებს ცენტრისგან გადაეცათ საჩუქრები გამოცემების სახით. ასევე საზოგადოებას საშუალება ჰონდა ეხილა ხელნაწერი მემკვიდრეობის თემატიკაზე მომზადებული ინსტალაცია. კონფერენციის პროგრამის სანახავად ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერდს: manuscript.ge

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2287353347987717