საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და სამეცნიერო კონფერენცია
7 მარტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, მეტრეველის სახელობის საკონფერენციო დარბაზში შედგა საინფორმაციო შეხვედრა, რომელიც გულისხმობდა საერთაშორისო საზაფხულო სკოლისა და სამეცნიერო კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილი აქტივობების შესახებ ინფორმაციის გაცნობას. შეხვედრას უძღვებოდა სამეცნიერო თანამშრომლობისა და პროექტების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროექტის კოორდინატორი ირინა გოგონაია; „ქართული ხელნაწერი“ – საერთაშორისო საზაფხულო სკოლა და სამეცნიერო კონფერენცია განხორციელდება კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ლუვენის უნივერსიტეტის თანამშრომლობით, რაც ღონისძიებას ფართო საერთაშორისო მასშტაბს მისცემს. კონფერენცია ხელს შეუწყობს ქართული და უცხოენოვანი ხელნაწერი მემკვიდრეობის შესწავლის სფეროში აკუმულირებული ცოდნის შეჯამებას, აქტუალური საკითხების წინ წამოწევას ხელნაწერი მემკვიდრეობის კვლევის სხვადასხვა სფეროების მიხედვით. საერთაშორისო სკოლა და კონფერენცია განიხილება როგორც პლატფორმა, რომელზედაც შესაძლებელია ხელნაწერი მემკვიდრეობის სხვადასხვა მიმართულებით საუკეთესო სამეცნიერო იდეების გენერირება მომავალი ერთობლივი საერთაშორისო კვლევებისათვის.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2277700715619647