დაიწყო თეზისების მიღება სემინარზე “საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიები”
2019 წლის 27-28 ივნისს, კ.კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი და მაქს პლანკის მეცნიერების ისტორიის ინსტიტუტი (ბერლინი) ატარებენ სემინარს თემაზე Natural Sciences and Technologies – Multicultural Knowledge in Manuscripts and Artifacts (საბუნებისმეტყველო მეცნიერებები და ტექნოლოგიები- მულტიკულტურული ცოდნა და მეცნიერება ხელნაწერებსა და არტეფაქტებში).
სემინარში მონაწილეობა შეუძლიათ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ისტორიით დაინტერესებულ მკვლევრებს.
თეზისები წარმოდგენილი უნდა იყოს ქართულ და ინგლისურ ენებზე. სიტყვების რაოდენობა: არაუმეტეს 300 სიტყვისა
სამუშაო ენები: ინგლისური, ქართული
თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა: 30 მარტი
ელექტრონული ფოსტა: tamara.zhghenti@manuscript.ge და t.abuladze@yahoo.com
ტელ: 555 93 00 69 თამარ აბულაძე, 599 25 95 48 თამარ ჟღენტი