ახალი სასწავლო პრაქტიკა

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაინერგა ახალი პრაქტიკა, რომელიც გულისხმობს ონლაინ გაკვეთილს ჩატარებას სკოლის მოსწავლეთათვის. დღეს, 5 მარტს, ცენტრში ჩატარდა პირველი გაკვეთილი, ჩვენი პირველი სტუმრები იყვნენ წალენჯიხის რაიონის საჩიონს თემის N1 საჯარო სკოლის 8 კლასის მოსწავლეები. გაკვეთილის თემა გახლდათ “სამი შატბერდული ხელნაწერი”. ეს გაკვეთილი, რომელიც VIII კლასის პროგრამაში შედის ეხება შატბერდის მონასტერში გადაწერილ სამ ხელნაწერს: “ადიშის ოთხთავი” (897 წ.), “წყაროსთავის ოთხთავი” (936 წ.) და “პარხლის ოთხთავი” (973 წ.). გარდა ამისა, მოსწავლეებს საშუალება მიეცათ ენახათ VII საუკუნის უძველესი ქართული ხელნაწერი – ხანმეტი ლექციონარი, კალის ლექციონარი, რომელიც სვანეთთან არის დაკავშირებული, მარტვილის ოთხთავი (XI ს.) და იმერეთის მეფე სოლომონ I-ისეული ე. წ. “წერეთლისეული” “ვეფხისტყაოსანი”. ქართული ხელნაწერების გარდა ბავშვები გაეცნენ სპარსულ, არაბულ და ოსმალურ ხელნაწერებს.შეხვედრას უძღვებოდა საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელი, ისტორიკოსი ნესტან ბაგაური. გაკვეთილი დაიგეგმა და განხორციელდა საჩინოს თემის N1 საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგის, ნატო შეროზიას ინიციატივით

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=2267036563352729