ცხადდება სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში

კორნელი კეკელიძის სახელობის  საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:

  1. კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა
  2. საგამომცემლო სამსახური
  3. საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება 
  4. ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილება
  5. საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება
  6. კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება
  7. არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილება
  8. საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური

 

კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა ( ვაკანსიების რაოდენობა – 2)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

Microsoft Windows ოპერაციული სისტემები

სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა

ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა

საჭირო თვისებები:

კომუნიკაბელურობა

 

საგამომცემლო სამსახური ( ვაკანსიების რაოდენობა – 2)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი (ფილოლოგი/ისტორიკოსი)

საჭირო თვისებები:

შრომისმოყვარე

პუნქტუალური

დეტალებზე ორიენტირებული

მოტივირებული

 

საფინანსო-საბუღალტრო აღრიცხვის განყოფილება  (ვაკანსიების რაოდენობა – 2)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

საბუღალტრო ან ფინანსური მიმართულების განათლება (სტუდენტი ან კურსდამთავრებული;

უნდა იცოდეს საოფისე პროგრამა excel

საჭირო თვისებები:

მოტივირებული

შრომისმოყვარე

პუნქტუალური

დეტალებზე ორიენტირებულ

 

ბიბლიოთეკა-მუზეუმის განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 6)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

რუსული ენის ცოდნა (სავალდებულოა)

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა და ელ-კატალოგის შექმნის გამოცდილება)

საჭირო თვისებები:

შრომისმოყვარე

პუნქტუალური

დეტალებზე ორიენტირებული

მოტივირებული

 

საგამოფენო-საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 4)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ჰუმანიტარული მიმართულების (ისტორია, ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, უცხო ენები, განათლების მეცნიერებები და სხვ.) სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

სასურველია:

კომპიუტერული საოფისე და საპრეზენტაციო პროგრამების ცოდნა

აუდიტორიასთან ურთიერთობის გამოცდილება.

 

კოდიკოლოგიისა და ტექსტოლოგიის განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 1)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ფილოლოგიური მიმართულების სტუდენტი ან კუსდამთავრებული

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა

 

არქივთმცოდნეობისა და ელექტრონული არქივის განყოფილება (ვაკანსიების რაოდენობა – 1)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

ჰუმანიტარული მიმართულების (ისტორია, ფილოლოგია, ხელოვნებათმცოდნეობა, უცხო ენები, განათლების მეცნიერებები და სხვ.) სტუდენტი ან კურსდამთავრებული.

რუსული ენის ცოდნა.

 

საზოგადოებასთან  ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური (ვაკანსიების რაოდენობა – 2)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: word, excel, power point, Photoshop (სასურველია).

მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად

Facebook-ის პლატფორმის ცოდნა

საჭირო თვისებები:

კომუნიკაბელურობა

პასუხისმგებლობა

სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.

სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს  ეძლევათ სერთიფიკატი.

სტაჟირების კანდიდატმა  უნდა  წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე  განცხადების ფორმა
  • ავტობიოგრაფია CV;
  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
  • კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
  • ორი ფოტოსურათი (3×4).
  • სამოტივაციო წერილი

სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:

  1. პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და  CV-ს საფუძველზე;
  2. მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.

საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში . არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.

საბუთების მიღება დაიწყება  14 თებერვლიდან  და დასრულდება 1 მარტს. 

დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთმისამართი: მ. ალექსიძის 1/3

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)

577 977 192-  გვანცა ბოჭორიშვილი სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი

საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება