საქართველო – ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი

II საერთაშორისო კონფერენცია

2019 წლის  18-20 ივნისი

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი გიწვევთ II საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაში “საქართველო -ბიზანტია – ქრისტიანული აღმოსავლეთი” მონაწილეობის მისაღებად. კონფერენცია ჩატარდება 2019 წლის 18-20 ივნისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (საქართველო, თბილისი, მ. ალექსიძის 1/3).

სამუშაო ენებია ქართული და ინგლისური.

გთხოვთ გამოაგზავნოთ CV და თეზისები (არაუმეტეს 500 სიტყვისა; ქართული ტექსტი AcadNusx ინგლისური Times New Roman-ში. ქართულ ტექსტს უნდა ახლდეს ინგლისური თარგმანი) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: georgianmanuscript@gmail.com

თეზისების გამოგზავნის ბოლო ვადაა 2019 წლის 29 მარტი. მონაწილეობის შესახებ ინფორმაციას მიიღებთ აპრილის პირველ დეკადაში.

კონფერენცია მოიცავს შემდეგ თემებს: საქართველო და ქრისტიანული აღმოსავლეთი ადრე შუა საუკუნეებში, საქართველო და ქრისტიანული თეოლოგია, ქართული ხელოვნება, ქრისტიანული აღმოსავლეთის მხატვრული ტრადიციები ქართულ კულტურაში, ქართული სამწიგნობრო კერები ქრისტიანულ აღმოსავლეთში (ანტიოქია, პალესტინა, სინა), ბიზანტიურ-ქართული ურთიერთობები, ბიზანტიური თეოლოგია, ბიზანტიური ლიტერატურა და სამწიგნობრო კერები, ბიზანტიური ხელოვნება, ისტორიოგრაფია, არქეოლოგია, ციფრული ჰუმანიტარია.

კონფერენციაში მონაწილეობა უფასოა.

მონაწილეობა შეუძლიათ დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირებს.

 

საორგანიზაციო კომიტეტი