დოქტორი ბადრ ნასერ ალ-ჯაბრის ვიზიტი ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
7 თებერვალს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს, სტუმრობდა საუდის არაბეთის მეფე, აბდალლა იბნ ალ-აზიზის, საერთაშორისო ცენტრის “არაბული ენის სამსახურში”, მრჩეველი, დოქტორი ბადრ ნასერ ალ-ჯაბრი . ვიზიტის მთავარი მიზანი იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში არაბული ენის სწავლებითა და იმ არაბული ხელნაწერებით დაინტერესება, რომლებიც საქართველოში და, კერძოდ, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება. საერთაშორისო ცენტრი, რომელსაც დოქტ. ბადრ ნასერ ალ-ჯაბრი წარმოადგენს, დაინტერესებულია არაბული ენის სწავლებისა და, ასევე, არაბული კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენახვა-პოპულარიზაციის მხარდაჭერით მსოფლიოს არაბისტიკულ ცენტრებში. ვიზიტის განმავლობაში დოქტ. ბადრ ნასერ ალ-ჯაბრმა ქართულ მხარეს აღუთქვა სრული ინფორმაციის მიწოდება მეფე აბდალლა იბნ ალ-აზიზის საერთაშორისო ცენტრში სამომავლო ერთობლივი პროექტების დასაგეგმად და საქართველოში მონახულებული ინსტიტუციების – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის აქტივობების მხარდასაჭერად.