საქველმოქმედო ფონდ კარიტასის, ბენეფიციარების სტუმრობა
Posted at h
in სიახლეები
24 იანვარს, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა უმასპინძლა საქველმოქმედო ფონდ კარიტასის ბენეფიციარებს. საგანგებოდ მათთვის მოეწყო გამოფენა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო იაკობ გოგებაშვილის “დედაენის” სტამბური კლიშეები და 1878 წელს გამოცემული დედა ენა. სტუმრები ასევე ჩართნენ საგანმანათლებლო პროგრამაში “დაბეჭდე შენი დედაენა”. ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ინახება “დედაენის” 1920 წლის გამოცემის სტამბური კლიშეები, ამ კლიშეების საფუძველზე საგანგებოდ მომზადებული რეკვიზიტების გამოყენებით პროგრამაში ჩართულმა ახალგაზრდებმა შეძლეს თავად “დაებეჭდათ” დედაენის რამოდენიმე გვერდი და ეს ნაბეჭდი წაეღოთ როგორც სამახსოვრო საჩუქარი