რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ღონისძიება
Posted at h
in სიახლეები
2018 წლის 24 დეკემბერს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საკონფერენციო დარბაზში გაიმართა რუსთაველის ფონდის მიერ დაფინანსებული სადოქტორო პროგრამების კონკურსში გამარჯვებულ მკვლევართა მიღება და მათი პროგრამების წარდგენა. გამარჯვებულთა შორის არის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის დოქტორანტი, ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი, რომელმაც დამსწრეთ წარუდგინა თავისი საკვალიფიკაციო თემა: „რუისის ტაძრის ეპიგრაფიკა“ და გაწეული მუშაობის შედეგები. მიღებას დაესწრო ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ზაზა აბაშიძე.