ცხადდება სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას
შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური
- კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა
- საგამომცემლო სამსახური
- კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება)
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის სამსახური ( ვაკანსიების რაოდენობა – 4)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: word, excel, power point, Photoshop (სასურველია).
მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
Facebook-ის პლატფორმის ცოდნა
საჭირო თვისებები:
კომუნიკაბელურობა
პასუხისმგებლობა
კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა ( ვაკანსიების რაოდენობა – 2)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
Microsoft Windows ოპერაციული სისტემები
სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა
ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა
საჭირო თვისებები:
კომუნიკაბელურობა
საგამომცემლო სამსახური ( ვაკანსიების რაოდენობა – 2)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
ჰუმანიტარული ფაკულტეტის სტუდენტი (ფილოლოგი/ისტორიკოსი)
საჭირო თვისებები:
შრომისმოყვარე
პუნქტუალური
დეტალებზე ორიენტირებული
მოტივირებული
კონსერვაციისა და რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორია (განყოფილება) – (ვაკანსიების რაოდენობა – 5)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
საბუნებისმეტყველო ფაკულტეტის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
საჭირო თვისებები:
კომუნიკაბელური
შრომისმოყვარე
სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.
სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერთიფიკატი.
სტაჟირების კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე განაცხადის ფორმა
- ავტობიოგრაფია CV;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
- ორი ფოტოსურათი (3×4).
- სამოტივაციო წერილი
სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და CV-ს საფუძველზე;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.
საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.ge ან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილებაში . არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება. საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.
საბუთების მიღება დაიწყება 7 დეკემბრიდან და დასრულდება 28 დეკემბერს.
დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ: მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)
577 977 192- გვანცა ბოჭორიშვილი სტაჟირების პროგრამის კოორდინატორი
საგამოფენო და საგანმანათლებლო პროგრამების განყოფილება