მიხეილ თამარაშვილი – 160

დღეს, 16:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიხსნა გამოფენა მიძღვნილი მიხეილ თამარაშვილის 160 იუბილესადმი. გამოფენაზე წარმოდგენილია მ. თამარაშვილის საარქივო კოლექციიდან დოკუმენტები, ფოტომასალა, თამარაშვილის ბიოგრაფიული და სამოღვაწეო მასალა, წიგნები, უცხოელ და ქართველ საზოგადო მოღვაწეებთან მიმოწერა და სხვა ორიგინალი საბუთები. გამოფენის გახსნაზე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ცენტრის დირექტორმა ზაზა აბაშიძემ და ისაუბრა გამოფენის მნიშვნელობაზე. ასევე, სიტყვით გამოვიდა ეპისკოპოსი, ამიერკავკასიის ლათინური წესის კათოლიკეთა სამოციქულო ადმინისტრატორი ჯუზეპე პაზოტო, ასევე, საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორი სერგო ვარდოსანიძე და მიხეილ თამარაშვილის შთამომავალი ნოდარ ხითარიშვილი . გამოფენა გაგრძელდება 7 დეკემბერის ჩათვლით.