ილია აბულაძის სახელობის მოედანი
Posted at h
in სიახლეები
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორის ზაზა აბაშიძის ინიციატივითა და ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილებით თბილისში, ქართულ-ამერიკულ უნივერსიტეტსა (GAU) და ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს შორის არსებულ მოედანს (მ. ალექსიძის ქუჩის მიმდებარედ) მიენიჭა ცნობილი მეცნიერი-ფილოლოგის, ხელნაწერთა ინსტიტუტის დამაარსებლის და პირველი დირექტორის ილია აბულაძის სახელი. ამასთან დაკავშირებით კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა მიიღო ოფიციალური შეტყობინება ქ. თბილისის საკრებულოდან.