ალექსანდრე ყაზბეგი 170

24 სექტემბერს, ორშაბათს, 14:00 საათზე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში (თბილისი, ალექსიძის ქუჩა, N1/3) მეცნიერებისა და ინოვაციების ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა გამოფენა „ალექსანდრე ყაზბეგი – 170“. გამოფენის ფარგლებში 62-ე სკოლის XI კლასის მოსწავლეები დაესწრნენ ლექციას „უცნობი ყაზბეგი“. ლექციას უძღვებოდა პორფესორი ზაზა აბზიანიძე. გარდა ამისა მოსწავლეები ჩაერთნენ სიმულაციური თამაშში სახელწოდებით „არქივარიუსი: რას გვიყვება ალექსანდრე ყაზბეგის პირადი არქივი?“ გამოფენა 25 სექტემბერს დაიხურება და ამავე დღეს 14:00 საათზე გაიმართება კიდევ ერთი ლექცია თემაზე “ალექსანდრე ყაზბეგის პირადი არქივი: ეპოქა, არჩევანი, პორტრეტი”