საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“

2018 წელს სრულდება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წელი. ამ თარიღთან დაკავშირებით ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი 2018 წლის 28-30 ივნისს აწყობს საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციას – „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“.

კონფერენციის მიზანია: ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მიმდინარე სამეცნიერო კვლევების შედეგების ფართო საზოგადოებისთვის გაცნობა, საკვანძო პრობლემურ საკითხებზე ფართო სამეცნიერო დისკუსიების ორგანიზება,

კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ როგორც ქართველი, ასევე უცხოელი მეცნიერები –  ქართველოლოგები და ხელნაწერთმცოდნე-წყაროთმცოდნეები, რომლებიც ათწლეულების მანძილზე დაკავშირებულები არიან ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან და მათ ქართველოლოგებად ჩამოყალიბებაში განუზომლად დიდია სწორედ ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის წვლილი.

კონფერენციის თემატიკაა:

  • კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია
  • წყაროთმცოდნეობა
  • არქივთმცოდნეობა
  • ხელნაწერი წიგნის ხელოვნება
  • ხელნაწერთა რესტავრაცია-კონსერვაცია

კონფერენცია გაიხსნება 28 ივნისს 12:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში.

პროგრამა