ღონისძიება საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში

5 ივნისს ქალაქ საჩხერის მე-2 საჯარო სკოლაში ხელნაწერთა ეროვნული ცენტრმა წარადგინა პროექტი “წიგნის მოვლის კულტურა”, რომელიც ითვალისწინებს საგანმანათლებლო ღონისძიებების ციკლს სკოლის მოსწავლეთათვის. პროექტს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის კონსერვაცია-რესტავრაციის სამეცნიერო ლაბორატორიის მეცნიერ-თანამშრომლები ახორციელებენ. პროექტის პროგრამის მიზანია, თეორიული და პრაქტიკული ცოდნის გაცემის საფუძველზე ბავშვებს გამოუმუშავდეთ წიგნის მოვლის უნარ-ჩვევები, აგრეთვე ჩამოუყალიბდეთ და აუმაღლდეთ წიგნთან სწორად მოპყრობის კულტურა. აღსანიშნავია, რომ სკოლის ბიბლიოთეკას ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორმა გადასცა ცენტრის გამოცემები.

 

https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=1868368063219583