„გენერალი გიორგი კვინიტაძე – გაცოცხლებული ისტორია“
„გენერალი გიორგი კვინიტაძე – გაცოცხლებული ისტორია“ – ამ სახელწოდების გამოფენა გაიხსნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის ფოიეში. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა ენახა გენერალი გიორგი კვინიტაძის აღდგენილი სამოსი – გენერლის მუნდირი, ორი სამხედრო ფარაჯა, ჩოხა და ახალუხი, ქალიშვილის – ნანო კვინიტაძის ეროვნული კაბა, ასევე სამხედრო მოღვაწის ხელნაწერები, ხატი. ღონისძიებაზე საზოგადოებას წარედგინა ვიდეორგოლიც, სადაც საუბარია საქართველოს ისტორიაში გენერლის როლისა და მისი პიროვნების შესახებ, ასევე პროექტის განხორციელების პროცესზე. გამოფენა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა და საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. გამოფენას დაესწრნენ დამოუკიდებლობის დღისთვის საქართველოში სპეციალურად ჩამოსული ემიგრანტები, რომელთა შორის გენერალ კვინიტაძის შთამომავლებიც იყვნენ. გენერლის შვილიშვილმა, მერაბ ოდიშელიძემ ღონისძიების ორგანიზატორებს ბაბუის დაფასებისთვის მადლობა გადაუხადა.
https://www.facebook.com/pg/Manuscript.ge/photos/?tab=album&album_id=1857828907606832