კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს სამეცნიერო პრემიების მოსაპოვებლად

ორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს კონკურსს სამეცნიერო პრემიების მოსაპოვებლად:

1)ილია აბულაძის სახელობის პრემია (ფილოლოგია);

2)ელენე მეტრეველის სახელობის პრემია (ფილოლოგია, ისტორია-წყაროთმცოდნეობა, ხელოვნებათმცოდნეობა);

საკონკურსოდ ცენტრში შემოტანილი ნაშრომი, უნდა ასახავდეს მხოლოდ ქართული ხელნაწერების ფილოლოგიურ, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით და ხელოვნებათმცოდნეობით (ხელნაწერის ხელოვნება) კვლევასა და ანალიზს; საკონკურსოდ არ მიიღება კვლევის და ანალიზის გარეშე წარმოდგენილი ნაშრომი (მაგ., ალბომი ან მხოლოდ პუბლიკაცია).

 

სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მიერ დაწესებული სახელობითი ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის წესი

 მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

  1. სსიპ – კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (შემდგომში-ცენტრი) მიერ დაწესებული სახელობითი ფულადი ჯილდოს (პრემიის) გაცემის წესი (შემდგომში – წესი) ადგენს ცენტრის მიერ დაწესებული სახელობითი ფულადი  ჯილდოს (პრემიის)  (შემდგომში – პრემია) გაცემის წესს.
  2. ცენტრი  მეცნიე­რული ნაშრომისათვის  (ნაშრომთა ციკლისათვის) აცხადებს კონკურსს შემდეგი სახელობითი პრემიის მოსაპოვებლად:

ა) ილია აბულაძის სახელობის პრემია, გაიცემა ხელნაწერი მემკვიდრეობის (ფილოლოგია) შესწავლის სფეროში შექმნილი განსაკუთრებული ღირებულების გამოკვლევისთვის;

ბ) ელენე მეტრეველის სახელობის პრემია, გაიცემა  ხელნაწერი მემკვიდრეობის (ისტორია-წყაროთმცოდნეობა-ფილოლოგია-ხელოვნებათმცოდნეობა) შესწავლის სფეროში შექმნილი განსაკუთრებული ღირებულების გამოკვლევისთვის;

  1. პრემია გაიცემა  კონკურსის საფუძველზე ორ წელიწადში ერთხელ, ხელნაწერის დღის აღსანიშნავად.

 

მუხლი 2. მოთხოვნები პრემიის მაძიებლის მიმართ

  1. პრემიის მაძიებელი (შემდგომში-ავტორი) შეიძლება იყოს საქართველოს ან უცხოეთის ნებისმიერი ქვეყანის მოქალაქე, მკვლევარი-ხელნაწერთმცოდნე, რომელიც მუშაობს ძველი ქართული სასულიერო თუ საერო ლიტერატურის, ისტორია-წყაროთმცოდნეობის და ხელოვნებათმცოდნეობის (ხელნაწერის ხელოვნების) სფეროში; პრემია ავტორს შეიძლება მიენიჭოს გარდაცვალების შემდეგაც;
  2. ავტორის მიერ ცენტრში წარმოდგენილი ნაშრომი (რომელიც გამოქვეყნებულია ბოლო 5 წლის განმავლობაში), უნდა ასახავდეს, მხოლოდ ქართული ხელნაწერების ფილოლოგიურ, ისტორიულ-წყაროთმცოდნეობით ან ხელოვნებათმცოდნეობით კვლევასა და ანალიზს;
  3. საკონკურსოდ არ მიიღება კვლევის და ანალიზის გარეშე წარმოდგენილი ნაშრომი (მაგ: ალბომი ან მხოლოდ ტექსტის პუბლიკაცია) ;
  4. ნაშრომი, რომელსაც უკვე მინიჭებული აქვს სახელმწიფო ან რომელიმე სხვა სამეცნიერო პრემია, ილია აბულაძის და ელენე მეტრეველის სახელობის პრემიის მოსაპოვებლად არ მიიღება.

 

 მუხლი 3. ზოგადი საკონკურსო პირობები  პრემიის მოსაპოვებლად

 პრემიის მოსაპოვებლად ცენტრი აცხადებს კონკურსს;

  1. მეცნიერული ღირებულებისა და კვლევის სიახლის გათვალისწინებით ცენტრის სამეცნიერო საბჭო განიხილავს საკონკურსოდ შემოსულ ნაშრომს და ცენტრის დირექტორს წარუდგენს რეკომენდაციას  ავტორისთვის პრემიის მინიჭების შესახებ;
  2. ილია აბულაძისა და ელენე მეტრეველის  სახელობის პრემიის მოპოვების შემთხვევაში,  კონკურსში გამარჯვებულს გადაეცემა დიპლომი, მედალი (დიპლომის და მედლის ფორმა მტკიცდება დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით) და   ერთჯერადად 2500 (ორი ათას ხუთასი) ლარი (ცენტრის საკუთარი შემოსავლებიდან), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი გადასახადების ჩათვლით;
  3. წარმოდგენილ ნაშრომზე, ორი ან მეტი ავტორის არსებობის შემთხვევაში ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული თანხა ნაწილდება თანაბრად;
  4. გარდაცვლილი ავტორისთვის (ავტორებისთვის) პრემიის მინიჭების შემთხვევაში გაიცემა, მხოლოდ დიპლომი და მედალი, რომელიც გადაეცემა პრემირებულის ოჯახს.
  5. საკონკურსო ვადები და დამატებითი პირობები განისაზღვრება ცენტრის დირექტორის შესაბამისი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

 

მუხლი 4. დამატებითი პირობები 

  1. პრემიით დაჯილდოებული ნაშრომის ავტორს(ებს)  გადაეცემა დაწესებული ფულადი ჯილდო, მედალი და დიპლომი, ხელნაწერის დღის აღნიშვნასთან დაკავშირებით გამართულ ცენტრის საზეიმო სხდომაზე;
  2. ნაშრომი, რომელსაც პრემია მიენიჭება, ინახება ცენტრის  არქივში, ხოლო, რომელსაც არ მიენიჭება უბრუნდება ავტორს;

 

მუხლი 5. წესში შესატანი ცვლილებები და დამატებები

წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

 

იხილეთ ბრძანება  https://manuscript.ge/wp-content/uploads/2017/06/%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%AB%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-35.pdf