ძველი ქართული სამწიგნობრო კერები (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა)
პროექტის დასახელება: ძველი ქართული სამწიგნობრო კერები (ორენოვანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა)
დარგი და მიმართულება: ქართველოლოგია, ჰუმანიტარული მეცნიერებები, ისტორია, ფილოლოგია.
დამფინანსებელი ორგანიზაცია: სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი
პროექტის ხელმძღვანელი: დავით ყოლბაია
პროექტის შემსრულებლები: დავით ყოლბაია, თამაზ კოჭლამაზაშვილი, სალომე ბუჩუკური, ეკატერინე ჟვანია, რუსუდან გოგინაშვილი, ნინო კობაური
გარდამავალი (მრავალწლიანი) პროექტის აღწერა და ეტაპის შედეგები: კვლევის მიზანს წარმოადგენს მწიგნობრულ ცენტრებზე არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. პროექტის სტრატეგია გულისხმობს დღემდე ხელმიუწვდომელი ინფორმაციის პოპულარიზაციას საგანმანათლებლო, კვლევით და სხვა სფეროებში. პროექტი შედგება რამდენიმე ეტაპისგან, მათ შორის:
- გეო-მონაცემთა ბაზის, ინტერაქტიული რუკისა და ინტერნეტ პორტალის კონცეფციის დამუშავება;
- მონაცემთა ბაზის სტრუქტურისა და ბაზების შევსების ფორმის დამუშავება;
- ინფორმაციის მოძიება და კომპუტერიზაცია;
- ბაზების სისტემატიზაცია, ფილტრირება და საყრდენი გეომონაცემების ფორმირება;
- ერთიანი საყრდენი ციფრული რუკის შექმნა;
- პორტალისა და მისი მართვის ინტერფეისის დამუშავება;
- ტესტირება და გაშვება;
ამა თუ იმ ქვეყანაში გის-ის დანერგვის ერთ-ერთ საწყის ეტაპს ნებისმიერ დარგში უკვე არსებული ტექსტური, ცხრილური, გრაფიკული თუ კარტოგრაფიული მასალის გეომონაცემთა ბაზაში განთავსება წარმოადგენს. ესაა პირველადი ამოცანა, რომელიც ქმნის თემატურ მონაცემთა ბაზებს შემდგომი გამოყენებისათვის. თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების გათვალისწინებით, უნდა შეიქმნას ძველი ქართული სამწიგნობრო კერების ერთიანი მონაცემთა ბაზა და ელექტრონული რუკა.