საერთაშორისო კონფერენცია „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“

2018 წლის 28-30 ივნისს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აწყობს საერთაშორისო კონფერენციას „ქართული ხელნაწერი მემკვიდრეობა“, რომელიც ეძღვნება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დაარსებიდან 60 წლისთავს.
კონფერენციის თემატიკაა:
• კოდიკოლოგია-ტექსტოლოგია
• წყაროთმცოდნეობა
• არქივთმცოდნეობა
• ხელნაწერი წიგნის ხელოვნება
• ხელნაწერთა რესტავრაცია-კონსერვაცია
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ, გამოგზავნოთ მოხსენებათა ანოტაციები/თეზისები (არაუმეტეს 300 სიტყვისა) ა. წ. 25 მარტამდე ელექტრონულ მისამართზე:

manuscriptconference60@gmail.com

კონფერენციის სამუშაო ენებია: ქართული, ინგლისური