ილია აბულაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია
2017 წლის 20 დეკემბერს კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გაიმართა ილია აბულაძისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია. პროგრამა: ნუგზარ პაპუაშვილი. ძმები ათაბაგები კონსტანტინოპოლში და აუგსბურგის აღსარება. გულნარა მჭედლიძე. ჭართლის აღსარების მთქმელთა დავთარი (1831-1892 წწ.). ალექსი ოსტროვსკი. „დოგმატიკონის“ ხელნაწერებისა და შემდგენელის ვინაობის შესახებ. თეა ქართველიშვილი. იმერეთის მეფის ბაგრატ III-ის საეკლესიო-ადმინისტრაციული რეფორმა. თამაზ გოგოლაძე. XII-XIII საუკუნეების ახალდაბის ეკლესიის მოდელის ასომთავრული წარწერა ერისთავთ-ერისთავ გამრეკელის მეუღლის დიოფალთ დიოფალ ვანენისა და მისი ვაჟის მოხსენიებით. ნანა უგრეხელიძე. ექვთიმე ათონელის ერთი თარგმანის გამო. ლია წერეთელი. სვიმეონ სასწაულმოქმედი დავით აღმაშენებლის „შიომღვიმისადმი ანდერძში“. თამაზ დევიძე. იოანე თესალონიკელის ჰიმნი ღვთისმშობლისადმი და მისი საღვთისმეტყველო ანალიზი. თინათინ მანჩხაშვილი. IX-XV საუკუნეების სამონასტრო სამწიგნობრო კერები. ირინა გოგონაია. „მთელი სიცოცხლის მანძილზე სწავლა“ და არაფორმალური განათლების შესაძლებლობები ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. შალვა გლოველი. ქართველ მეფეთა ტიტულატურა და მისი შინაარსი ქართულ და უცხოურ წყაროებში (X-XI სს.). ნიკოლოზ ჟღენტი. უცნობი დმანელი საჭეთმპყრობლისა და სამცხე-საათაბაგოს მიტროპოლიტი პავლეს ეპიტაფია (XVIII ს. I ნახ.) (ტექსტი, თარიღი, მოხსენიებული პირის იდენტიფიკაცია, ეპიტაფიის მნიშვნელობა). ნინო კობაური. მეფეთა რეზიდენციების განლაგების ზოგიერთი ტენდენცია. თამარ დვალიშვილი. კონსერვაცია-რესტავრაციისა და რეკონსტრუქციის მთავარი განსხვავება (კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხები). ასმათ გვაზავა. სარესტავრაციო მასალის თავისებურება წიგნის რესტავრაციის სწორად წარმართვის პროცესში. ლელა გოცირიძე. Turk 36-ზე ჩატარებული საკონსერვაციო- სარესტავრაციო სამუშაოების შესახებ სოფიო ცერცვაძე. აღმოსავლური ხელნაწერების კონსერვაცია- რესტავრაცია TurL 77-ის მაგალითზე. ხატია ტერტერაშვილი, ნათია ლევიძე. შუა საუკუნეების სამონასტრო-სამწიგნობრო კერები, როგორც ეროვნული თვითშეგნების საფუძველი