ცხადდება სტაჟირება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი აცხადებს სტაჟიორთა ახალი ნაკადის მიღებას
შემდეგ სტრუქტურულ ერთეულებში:
- საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების სამსახური
- არქივთმცოდნეობის განყოფილება
- კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა
მოთხოვნები:
საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებების სამსახური ( ვაკანსიების რაოდენობა – 3)
კომუნიკაბელურობა, პასუხისმგებლობა, ინგლისური ენის ცოდნა, კომპიუტერული პროგრამების ცოდნა: Windows, word, excel, power point, Photoshop (სასურველია) ფოტო და ვიდეო კამერებით გადაღების გამოცდილება/ცოდნა. სტუდენტის სტატუსის შემთხვევაში სასურველია აპლიკანტს ჰქონდეს თავისუფალი დრო, რადგან სამსახურის მოთხოვნაა სტაჟიორმა იმუშავოს კვირაში 15 საათი.
არქივთმცოდნეობის განყოფილება ( ვაკანსიების რაოდენობა – 2)
ჰუმანიტარული მიმართულებით:ისტორიკოსი ან ფილოლოგი,ბაკალავრი. სასურველია იცოდეს რუსული ენა.
კომპიუტერული ტექნიკური მომსახურეობა და კავშირგაბმულობა ( ვაკანსიების რაოდენობა – 2)
პროგრამების ცოდნა: Microsoft Windows ოპერაციული სისტემები, სხვადასხვა სამომხმარებლო პროგრამების ინსტალირება და მომსახურეობა; ქსელური ტექნიკის ზოგადი ცოდნა; კომუნიკაბელურობა;
სტაჟიორთა შერჩევა კონკურსის წესით ხორციელდება.
სტაჟირების განმავლობაში საქართველოს ავტორიზებული და ავტორიზებულად ჩათვლილი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სამივე საფეხურის (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტები, ასევე, უმაღლესი განათლების მქონე პირები ცენტრის დეპარტამენტების, ლაბორატორიებისა და სამსახურების ყოველდღიურ საქმიანობაში სრულფასოვან მონაწილეობას მიიღებენ, გაიღრმავებენ პროფესიულ ცოდნას, შეიძენენ პრაქტიკული მუშაობის უნარ-ჩვევებს.
სტაჟირების სრული კურსის გავლის შემდეგ კურსდამთავრებულებს ეძლევათ სერთიფიკატი.
სტაჟირების კანდიდატმა ელექტრონული სახით უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:
- პირადი განცხადება ცენტრის დირექტორის სახელზე განაცხადის ფორმა
- ავტობიოგრაფია CV;
- პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
- კურსდამთავრებულისათვის დიპლომის ასლი ან ცნობა სამუშაო ადგილიდან; სტუდენტისათვის ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან);
- ორი ფოტოსურათი (3×4).
- სამოტივაციო წერილი
სტაჟიორთა კანდიდატების მიღება მოხდება ორ ეტაპად:
- პირველი ეტაპი-სტაჟირების კანდიდატები შეირჩევიან წარმოდგენილი სამოტივაციო წერილისა და CV-ს საფუძველზე;
- მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას სტაჟირების კომისიის წინაშე.საბუთების გამოგზავნა შეგიძლიათ ელ-ფოსტაზე: exb.edu@manuscript.ac.geან შეგიძლიათ მოიტანოთ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გამოფენისა და განათლების სამსახურში. არასრული სახით წარმოდგენილი დოკუმენტაცია არ განიხილება.საბუთების მიღების დასრულების შემდეგ კანდიდატებს მიეწოდებათ ინფორმაცია გასაუბრების კომისიის სხდომის თარიღის შესახებ.საბუთების მიღება დაიწყება 11 დეკემბრიდან და დასრულდება 29 დეკემბერს. დამატებითი ინფორმაციისათვის მოგვმართეთ:
მისამართი: მ. ალექსიძის 1/3
სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
პროგრამის კოორდინატორი: განათლებისა და გამოფენების განყოფილება
ტელ.: (32) 2 47 42 42 (შიდა 106)