„კორეული „ლითონის წიგნები’’ და ქართული ხელნაწერები“

კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის, საქართველოში სამხრეთ კორეის რესპუბლიკის საელჩოსა და საქართველო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის ორგანიზებით, გამოფენა „კორეული „ლითონის წიგნები“ და ქართული ხელნაწერები” გაიხსა.

როგორც ღონისძიების ორგანიზატორები აცხადებენ, გამოფენის მიზანია საზოგადოებას წარუდგინონ ორი უძველესი და დიდი კულტურის მქონე ქვეყნების – კორეისა და საქართველოს – ნაბეჭდ წიგნთა და ხელნაწერთა გამორჩეული ნიმუშები, რომლებიც სრულიად განსხვავებული კულტურული ტრადიციის მატარებლები არიან.
როგორც “აქცენტს” ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის უფროსმა თამარ ჟღენტმა განუცხადა, გამოფენაზე წარმოდგენილია კორეული ნაბეჭდი წიგნები და ამ წიგნების ბეჭდვის ტექნოლოგია.
“დღეს გვაქვს მეტად საინტერესო შეხვედრა, ხელნაწერთა ეროვნულმა ცენტრმა და კორეის საელჩომ საქართველოში მეტად საინტერესო კულტურული ღონისძიება მოაწყვეს, გამოფენილი გვაქვს ორი განსხვავებული კულტურის ნიმუშები, ერთის მხრივ ეს არის შუასაუკუნეების ქართული ხელნაწერები და მეორეს მხრივ კორეული ნაბეჭდი წიგნები და ამ წიგნების ბეჭდვის ტექნოლოგია. აქვე მინდა გითხრათ, რომ პირველი წიგნი მსოფლიოში დაიბეჭდა 1377 წელს და ეს მოხდა კორეაში, ამ პირველ ნაბეჭდ წიგნს ეწოდება “ჯიგჯი”, ეს არის კრებული ბუდისტი ბერების მოძღვრების. ჩამოვიდნენ “ჯიგჯის” მუზეუმის წარმოადგნლები და ჩამოიტანეს ექსპონატები და გვაქვს ეს არაჩვეულებრივი გამოფენა”- განაცხადა თამარ ჟღენტმა.