ცხადდება ვაკანსია სამეცნიერო-ანალიტიკური და საგამომცემლო განყოფილების უფროსის, მთავარი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე

საკონკურსო განაცხადის ფორმა

სსიპ კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი

თანამდებობრივი სარგო:                                                             1100 ლარი

ადგილების რაოდენობა:                                                              1

სამსახურის ადგილმდებარეობა:                                             თბილისი

სამუშაოს ტიპი:                                                                                სრული განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საქმიანობის ანალიზი და ორგანიზება;

სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულების საქმიანობის კოორდინაცია.

სამეცნიერო და საგამომცემლო პროექტების კოორდინაცია და სისტემატიზაცია.

სამეცნიერო პროექტების ინიცირება და ორგანიზება.

სამეცნიერო ანგარიშების წარდგნა (საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წინაშე)

მოთხოვნები:

აკადემიური ხარისხი                                                                          დოქტორი/დოქტორთან გათანაბრებული

სამუშაო გამოცდილება                                                                       სამეცნიერო საქმიანობის  მინიმუმ 10  წლიანი გამოცდილება

დამატებითი მოთხოვნები:

აუცილებელია:

სამეცნიერო საორგანიზაციო საქმიანობის გამოცდილება.

სამეცნიერო პროექტების ხელმძღვანელობის/მათში მონაწილეობის გამოცდილება.

სამეცნიერო პუბლიკაციები.

ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის პროფილის მიხედვით მუშაობის გამოცდილება.

სამეცნიერო ანგარიშების შედგენის გამოცდილება.

სასურველია:

პუბლიკაციები უცხოენოვან გამოცემებში.

სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელობის გამოცდილება.

სამეცნიერო წარმომადგენლობით ორგანო(ებ)ში მუშაობის გამოცდილება.

კომპიუტერული პროგრამები:

Microsoft Office Word

ენები:

ერთ-ერთი უცხო ენა

კონკურსში მონაწილე კანდიდატთა მიერ წარმოსადგენი საკვალიფიკაციო დოკუმენტაცია:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი
  • ავტობიოგრაფია (CV ფოტოსურათით)
  • დასაკავებელი თანამდებობისთვის აუცილებელი შესაბამისი აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დიპლომის ასლი
  • გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომების ჩამონათვალი (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)
  • გამოქვეყნებული 1 სამეცნიერო ნაშრომის ასლი, რომელიც, განმცხადებლის აზრით, ყველაზე უკეთ წარმოაჩენს მის სამეცნიერო პოტენციალსა და კვლევის უნარს
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა განმცხადებლის მიერ შესრულებული სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • სამეცნიერო გრანტების ჩამონათვალი (მონაწილეობა/ხელმძღვანელობა)
  • ადგილობრივ და უცხოურ სამეცნიერო ფორუმებში მონაწილეობის ჩამონათვალი
  • ჩამონათვალი და მოკლე აღწერილობა იმ სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოებისა, რომლის შესრულებასაც აპირებს განმცხადებელი ვაკანტურ პოზიციაზე უახლოესი სამი წლის განმავლობაში (არაუმეტეს 2 გვერდისა)
  • ინფორმაცია შესაბამისი დარგის 2 რეკომენდატორის შესახებ (სახელი,  გვარი, საკონტაქტო ინფორმაცია – ტელეფონი, ელ-ფოსტა), (ცალკე დოკუმენტად წარმოდგენა სავალდებულოა იმ შემთხვევაში, თუ შესაბამის ინფორმაცია არ არის მოცემული ავტობიოგრაფიაში/ CV-ში)

 

გამარჯვებული კანდიდატის გამოსავლენად ჩატარდება კონკურსის 2 ეტაპი:

განცხადებების გადარჩევა;

გასაუბრება.

საბუთების მიღება იწარმოებს 2017 წლის 6 ნოემბრიდან 13 ნოემბრის ჩათვლით საქმისწარმოების სამსახურში 11:30 საათიდან 17:00 საათის ჩათვლით ყოველდღე შაბათ-კვირის გარდა.

მისამართი: თბილისი, მ.ალექსიძის 1/3